მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

news image

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით,  Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პარტნიორ, რეგიონულ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფასო კონსულტაციები და სხვა უპირატესობები, რაც ფინანსური საკითხების სწორად წარმართვაში, დამატებითი რესურსების მოზიდვასა და საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარებათ.

პროგრამა ითვალისწინებს საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ფინანსური მოდელის შემუშავება;
  • პროდუქტების ან სერვისების თვითღირებულების დათვლა;
  • კომპანიის / ბიზნესის ანალიტიკა და რეკომენდაციების გაწევა;
  • კომპანიის გაფართოების ან სხვა საკითხებში სარგებლიანობის გამოთვლა;
  • სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

“ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური საკითხების, მათ შორის ანგარიშგებების მოწესრიგება გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტში“ (RSMEDP) ჩართვით, შეაფასონ საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დახვეწონ ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები და გადადგან ნაბიჯები გაფართოებისკენ. ჩვენ არ ვჩერდებით და მხარს ვუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში მომუშავე კომპანიებსა და საწარმოებს,   მისცემს სტიმულს, გაძლიერდნენ, ჩამოყალიბდნენ მდგრად ბიზნესებად და ამით საკუთარი წვლილიც შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ბმულიდან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ .

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა