მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Expo 2024-ში მონაწილეობს

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკურტში 16-18 აპრილს  მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება. PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა-კონფერენციაა, რომლებიც  25 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზეგანლაგებულია.

3 დღიანი  ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600 მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს გაეცნონ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ. ჰოლანდიურ პოლონურ, ნორვეგიულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, UN STUDIO, TSR, SITA, RESA და DIMARK-თან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს. შეხვედრები გაიმართა აეროპორტების გაერთიანების მიმდინარე საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებთან პოტენციურ მომწოდებლებთან.  

გამოფენაზე აეროპორტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ესაუბრონ  გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. ასევე, დაათვალიერონ, ადგილზე შეხვდნენ პოტენციურ მიმწოდებლებს აეროპორტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სპეცტექნიკის, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ინვენტარის სამომავლოდ შესყიდვის მიზნით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა