საქართველომ გასულ წელს 8 მლნ დოლარამდე ღირებულების კარტოფილი იყიდა
კარტოფილის იმპორტი გაორმაგებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ 23,210.16 ტონა კარტოფილი იყიდა, რაშიც 7,740.91 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის მონაცემებით კი ქვეყანაში 4,110.72 ათასი დოლარის ღირებულების 11,169.80 ტონა კარტოფილია იმპორტირებული. შესაბამისად ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი 108%-ითაა გაზრდილი.
კარტოფილის იმპორტის კუთხით რეკორდული 2011 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანამ 50,950.00 ტონა კარტოფილი იყიდა.
კარტოფილის იმპორტის კუთხით ლიდერი რუსეთია, რომელზედაც მთლიანად კარტოფილის იმპორტის 36%-ი მოდის. მეორე ადგილზე ბელარუსია იმპორტის 35%-იანი წილით.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ახალი ან შეყინული კარტოფილის იმპორტი ხორციელდება:
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები