მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია

news image

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.
კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
კვლევაში არსებული კითხვები იმ ფაქტორებს ფარავს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ფაქტორები.
2013 წლამდე არსებული მონაცემებით საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების 9.84%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.43 % გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-ამდე გაუმჯობესდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა