დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლამდე დაკეტილი დარჩება

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2024 წლამდე დაკეტილი დარჩება

26-09-2023 14:26:26

აზერბაიჯანმა 2024 წლის 2-იანვრამდე ქვეყანაშო სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედება გაახანგრძლივა, რაც თავის მხრივ COVID-19-ს გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

შესაბამისად, აზერბაიჯანსა და საქართველოსა შორის სახმელეთო მიმოსვლა კვლავ შეზღუდული იქნება.

2023 წლის აგვისტოში, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართეს.

საკარანტინო ზომები 2020 წლის გაზაფხულიდან შევიდა ძალაშია და განსაკუთრებით სირთულეებს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც ოჯახების მონახულება სურთ.

დღემდე გადაადგილების ერთდაერთ და ხშირად არახელმისაწვდომ საშუალებად ფრენები რჩება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები