საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო, უსარგებლო ლექციების ნაცვლად მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში საქართველოში მის ვიზიტზე წერს.
„ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, - წერს ვიქტორ ორბანი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები