მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველო არ არის ტერიტორია და ქვეყანა, რომელიც შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული - ლევან დავითაშვილი

news image

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცახდებით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონისა და ზოგადად, გლობალურ ეკონომიკასთან, ასევე ეკონომიკურ პროცესებთან.

ამის შესახებ მან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არ არის ხოლმე მარტივი, როდესაც ამ ვითარებაში სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით, რომლის სიღრმეებიც საკმაოდ დიდია და აქ ძალიან მკაფიო ზღვრები რთულად გასავლებია.

„ჩვენ ვცადეთ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული მიდგომა გვქონოდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს არ დააზიანებს და ამავე დროს, ვიქნებოდით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრები.

  • როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს ამ კუთხით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ და ასევე გარკვეული სიცხადე შემოვიტანეთ, როცა ვთქვით, რომ ინდივიდუალურ სანქციებს, იგივე ომიდან გამომდინარე, არ დავაწესებთ რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ იგივე საფინანსო სანქციების აღსრულების კუთხით ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა. ასევე საერთაშორისო სხვა სავაჭრო სანქციებთან დაკავშირებითაც - საქართველო არ არის ტერიტორია და ქვეყანა, რომელიც შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული.

 

არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ გვინდა მეტი ეკონომიკური შედეგი, მეტი წინსვლა, მეტი განვითარება - საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა ინტეგრირებული გლობალურთან და მჭიდროდაა დაკავშირებული რეგიონის ეკონომიკასთან, ამიტომ ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილებები საკმაოდ მგრძნობიარეა ხოლმე.

ვფიქრობ, რომ დაბალანსებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკით შევძელით, რომ ომის დაწყებიდან და რთული გეოპოლიტიკური ვითარების შექმნიდან დღემდე საქართველო წარმატებით ახორციელებს ამ გადაწყვეტილებებსაც და, ზოგადად, ეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა