მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების 36-დღიანი გაფიცვა დასრულდა - დეტალები

news image

„საირმე მინერალ ვოთერსში“ შეთანხმება მოლაპარაკებებით დასრულდა. ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ინფორმაციას გაფიცულთა უფლებების დამცველი აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი ავრცელებს. 

„13 თებერვლიდან საირმის ქარხნის მუშები გაიფიცნენ ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით.

გაფიცვა 36 დღე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში რა გამოიარეს, რისი გადატანა მოუწიათ ამის შესახებ დროდადრო მოგიყვებით, თუმცა ზუსტი სურათის გადმოცემას ვერ მოვახერხებთ.

გაფიცვასთან ერთად დაიწყო დიდთოვლობა და ყინვები... გაუსაძლისი ამინდების პირობებში ეს ადამიანები იდგნენ ლურჯი ბრეზენტის ქვეშ საკუთარი ღირსების სადარაჯოზე. დიახ, ბრძოლამ მიიღო პრინციპული სახე და დამარცხება თავიდანვე გამორიცხული იყო.

უამრავი გამოწვევა იყო დაძლეული. ცილისწამებები, პროვოკაციული ქმედებები გაფიცულთა წინააღმდეგ მთავარ იარაღად აქციეს. იყო დაპირისპირებები ადმინისტრაციის წამომადგენლებთან და მათი პროვოკაციების თუ საჩივრების საფუძველზე სამართალდამცავებთანაც.

დიდი როლი ითამაშა საზოგადოების მხარდაჭერამ. გაფიცულები გრძნობდნენ რომ არ იყვნენ მარტო და მათი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვისთვის ბრძოლის პათოსს გასცდა , ეს იყო ერთგვარი პასუხისმგებლობა უიმედობით და ნიჰილიზმით მოწამლული საზოგადოების წინაშე, იმის მტკიცება რომ ბრძოლას აქვს აზრი და თუ არ მოგწონს არ უნდა წახვიდე, უნდა დარჩე და შეცვალო მდგომარეობა❗️

 ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებისათვის ამ ადამიანებმა თავისი სიტყვა თქვეს.

36-ე დღეს შეთანხმება შედგა.

შეთანხმებას წინ უძღვოდა გარკვეული სახით ორმხრივი დათმობები.პირველი ნაბიჯი გადაიდგა კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელთა მხრიდან, რაც სიტყვიერად გამოიხატა მადლობით, იმის გამო რომ საჭირო ადმიანამდე მივიდა ინფორმაცია იმისი შესახებ თუ რეალურად რა ხდებდა საწარმოში, ხოლო ქმედითად გამოიხატა იმ სამი ადმინისტრაციის წარმომადგენელის სამსახურიდან განთავისუფლებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით გაფიცულთა მიმართ. საპასუხოდ გაფიცულებმა გზა გაუხსნეს საექსპორტოდ გამზადებულ წყლით დატვირთულ ტრაილერს. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები და შედეგად:

• ხელფასის ზრდა 22,5 %-ით

• ხელფასის ზრდა 34%-ით ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში

• ცვლის უფროსის დანამატი განისაზღვრა 150 არის ოდენობით.

• დამლაგებლის ხელფასის ზრდა 30 %-ით და ასევე კადრის დამატება

• მეწარმე სუბიექტის (მძღოლი) მომსახურების ანაზღაურების ზრდა 22,5 %-ით

• ზეგანაკვეთური შრომის და უქმე დღეების მუშაობის ანაზღაურების განსაზღვრა დამატებით 25%-ით

• გაფიცვის დღეების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით

• ხელფასის ყოველწლიური ინდექსაცია

• გაუქმდება, თანამშრომლებზე 2023 წლის 1 თებერვალს გაცემული წერილობითი გაფრთხილებები.

• დასაქმებულ ოპერატორებს მოეხსნათ ვალდებულება ასწავლოს ახალ ოპერატორს ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები

• კოლექტიური შეთანხმება 2024 წლამდე

ცვლილებები დაიწყო, ჩვენ ვადევნებთ თვალს პროცესებს. ვიმედოვნებთ რომ საწარმოს მოწესრიგება-განვითარებისათვის ძვრები დაიწყება დროის მოკლე მონაკვეთში და ძალიან მალე ფურცელზე დატანილ ხელმოწერებით განმტკიცებულ შეთანხმების პრაქტიკულ ნაწილს ვიხილავთ.

ვიმედოვნებთ რომ საირმე გახდება კარგი დამსაქმებელი და სამომავლოდ პრეტენზია ექნება იყოს წამყვანი ბრენდი საერთაშორისო მასშტაბით.  მადლობა მათ ვინც გულწრფელად მხარს გვიჭერდა“, - ნათქვამია გრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის განცახდებაში. 

შეგახსენებთ, რომ „საირმე მინერალ ვოთერსის“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მონაწილეობით 9 მარტს შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა მოულოდნელად უარი განაცხადეს.

მაშინ მხარეები გაფიცული თანამშრომლების მიერ მიწოდებული 31 პუნქტიანი მოთხოვნების 85 პროცენტის დაკმაყოფილებაზე შეთანხმდნენ. 

შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. 

ამავე თემაზე:

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა