მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საფეხბურთო კლუბი ბეთლემი მართვის უფლება 29 წლის ვადით გაიცემა

news image

საფეხბურთო კლუბი ბეთლემის 100%-იანი წილი მართვის უფლებით 29 წლის ვადით ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაიცემა. კლუბის მმართველმა 5 წელში „ბეთლემის“ ლიგა 2-ში მოხვედრა უნდა უზრუნველყოს. 

შპს „საფეხბურთო კლუბი ბეთლემის“ მართვის უფლების გასაცემად აუქციონი 25 აგვისტოსაა ჩანიშნული და აუქციონის პირობების მიხედვით, წილის საწყისი მართვის უფლებით გადაცემის წლიური საფასურია: 2000 ლარი.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/“ბე“ შეადგენს: 600 ლარს

- „ბიჯი“-ს ოდენობა განსაზღვრულია - 200 ლარით

„ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდება გამარჯვებული ემატება წილის საწყის მართვის უფლებით გადაცემის ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო წილის მართვის უფლებით გადაცემის ფასს.

აუქციონში გამარჯვებულს წინასწარ „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბოლო წლის გადასახდელი მართვის უფლებით გადაცემის საფასურის ოდენობაში.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სრულად შეასრულოს შემდეგი სააუქციონო პირობები:

ა) უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში კლუბის ასპარეზობა მე-3 ლიგაში;

ბ) უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში კლუბის ასპარეზობა მე-2 ლიგაში. კლუბმა უნდა შეინარჩუნოს წილის მართვისა და სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში (შესაბამისი მართვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ) არანაკლებ ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ კლუბი დაქვეითდება ლიგა 3-ში, არაუგვიანეს დაქვეითებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს კლუბის ლიგა 2-ში დაბრუნება;

გ) უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბის მუდმივად უეფა-ს და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირება;

დ) კლუბი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ჩემპიონატებში;

ე) ყოველწლიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა. დასკვნა გაცემული უნდა იყოს აუდიტორი/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი;

ვ) წილის მმართველს არ აქვს უფლება წილის მესაკუთრის (ამ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) თანხმობის გარეშე შეცვალოს კომპანიის სახელი, ლოგო, გერბი ან/და სხვა სამართლებრივი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;

ზ) წილის მმართველს არ აქვს უფლება წილის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დათმოს/გაასხვისოს/განკარგოს წილის მართვის უფლება;

თ) წილის მმართველს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს/შეიძინოს ფეხბურთელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) აუქციონში გასმარჯვებულმა პირმა უზრუნველყოფს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ინვესტიცია მოიცავს: ფეხბურთელების და სხვა დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასით უზრუნველყოფას, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ხარჯებს, ამხანაგური თამაშების, საოპერაციო ხარჯების დაფინანსებასა და სხვა ხარჯებს, რაც მიმართული იქნება კლუბის განვითარებისათვის. ხოლო ხოლო 29 წლის ვადაში განახორციელოს 4 350 000 გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი ლარის ოდენობის ინვესტიცია;

კ) მართვის უფლების მიღებიდან ყოველი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს სერტიფიცირებული აუდიტის (შემფასებლის) დასკვნა ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიციის (150 000 ლარის) თაობაზე;

ლ) გამარჯვებულის მიერ აუქციონის პირობების ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში არამატერიალური ქონება (წილი) უბრუნდება მესაკუთრეს - ქედის მუნიციპალიტეტს ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე“, - აღნიშნულია აუქციონის პირობებში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა