მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საერთაშორისო ექსპერტის 4 რჩევა, რომელიც თქვენს სასტუმროს წარმატებას მოუტანს

news image

ბათუმში Amadeus-ის მასტერკლასი გაიმართა, სადაც სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებმა სასარგებლო რჩევები მიიღეს და ბიზნესის ციფრული განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მასტერკლასს ჯოი გოში გაუძღვა, რომელიც Amadeus Hospitality-ს კომერციული დირექტორია ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და თურქეთის ბაზარზე. Amadeus საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სამოგზაურო ინდუსტრიას ფარავს — აეროპორტი, რკინიგზა, სასტუმრო — და ტურისტული ტექნოლოგიებისა და გადახდის გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.

შეხვედრის განმავლობაში ჯოი გოშმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხსა და სასტუმროს სექტორის ციფრული განვითარების ქვაკუთხედზე ისაუბრა, საიდანაც ოთხ მიგნებას ქვემოთ გიზიარებთ:

მონაცემთა ანალიზი

ეს არის ის, რითიც სასტუმროებმა სტრატეგიის დასახვა უნდა დაიწყონ. მნიშვნელოვანია, ავიახაზების ხელმისაწვდომობის ცოდნა. ასევე ის, თუ რა სიხშირით და რომელი ქვეყნებიდან სრულდება ჩვენს ქვეყანაში ფრენები. გარდა ამისა, აუცილებელია შედარება, რამდენად გაიზარდა და დაიკლო ფრენების სიხშირემ. მნიშვნელოვანია, რომ კვლევისას ბიზნესი დაეყრდნოს ფაქტობრივ მონაცემებს და არა შეგრძნებას, თუ რომელი ქვეყნის ტურისტები ჭარბობენ. შესაბამისად, ყველა შეთავაზება მონაცემების გათვალისწინებით იქმნება.

სწორად დაგეგმილი მარკეტინგი

ის, რომ საძიებო სისტემაში სიტყვა Apple-ის ჩაწერისას იღებ ინფორმაციას არა ხილის, არამედ ბრენდის შესახებ, არის მარკეტინგის ძალა. ბიზნესმა ზუსტად უნდა იცოდეს, სად უყურებს მისი სტუმარი რეკლამას — Youtube-ზე, Google-ში, სოც.მედიაში და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო ყოველთვის აქტიური იყოს Google-ის რუკაზე და მარტივად იძებნებოდეს.

გამართული ვებგვერდი

ვებგვერდი ყველა მოწყობილობაზე თანაბრად გამართულად უნდა მუშაობდეს. იქნება ეს ლეპტოპი, მობილური თუ ტაბლეტი. მისი დიზაინისა და ნავიგაციის სიმარტივე განსაზღვრავს, დაჯავშნის თუ არა ტურისტი ნომერს. სასურველია, დაჯავშნა იყოს 3-ნაბიჯიანი: დეტალური დათვალიერება, არჩევა, გადახდა. ვებგვერდზე შესული სტუმარი ინტუიციურად უნდა გრძნობდეს, რა სერვისები დახვდება.

ფასის სტაბილურობა

ეს არის ტურისტის ნდობის გარანტი. ჯოი გოშის თქმით, სტუმარი კონკრეტულ სასტუმროს სხვადასხვა გზით მოიძებნის (რუკაზე, Booking.com-ზე, ტურისტული კომპანიის დახმარებით) და ყველა შემთხვევაში უნდა დახვდეს ერთი ფასი. სასტუმროს ვებგვერდი უნდა იძლეოდეს სანდო და სტაბილურ ფასს.

მასტერკლასი ინტერაქციული იყო და სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებს შეკითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდა. შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს გამოწვევებსა და გამკლავების გზებზეც. ჯოი გოშის თქმით, სასტუმრო ბიზნესის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი ტექნოლოგიების კვალდაკვალ განვითარდეს და ამ სფეროში არსებული სიახლეები სწრაფად დანერგოს.

საქართველოს ბანკი კი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ყოველთვის მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესს და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა