დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

15-08-2023 10:29:36

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ყაზახეთის მოქალაქეების შ.ნ.-ს და ს.ს.-ს კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ტაქსის მომსახურებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში, მალულად ჰქონდათ განთავსებული.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 189 040.96 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები