მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სად ყიდის „ნადი ჯგუფი“ ლოკოკინას და რა გეგმები აქვს კომპანიას

news image

ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ პროდუქციის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ პირველ გადაზიდვას 2024 წლის დადგომამდე მოასწრებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, ლოკოკინას ექსპორტზე მოლაპარაკებები საფრანგეთსა და ესპანეთში პოტენციურ დისტრიბუტორებთან მიმდინარეობს. 

„მოლაპარაკებების სტადიაზე ვართ და სავარაუდოდ საახალწლოდ გავიტანთ ექსპორტზე“, - აღნიშნა „ნადი ჯგუფის“ დამფუძნებელმა. 

ნადარაია ამბობს, რომ „ნადი ჯგუფი“ პროდუქციის გარკვეულ ნაწილს შიდა ბაზარზე ყიდის, ხოლო დანარჩენს  კი საექსპორტოდ ამზადებს და სამაცივრეში ასაწყობებს

„ახლა რასაც ვაწარმოებთ მაცივარშია დასაწყობებული. თუმცა ლოკოკინას ფილეს ვყიდით შიდა ბაზარზეც, არის გარკვეული რესტორნებიდან მოთხოვნა თბილისსა და ბათუმში“,  - ამბობს მერაბ ნადარაია.

მისი თქმით, ამ დროისათვის სამაცივრე მეურნეობაში 50 ტონა პროდუქცია აქვთ დასაწყობებული. 

„პარალელურად მუშაობა მიდის გაფართოებაზეც. ჩვენ ფერმა გაშენებული გვქონდა 6 ჰა-ზე და ახლა უკვე გაქვს 15 ჰა. მომავალი სეზონიდან ამ საქმიანობით უკვე 15 ჰა ფართობი იქნება დაკავებული“, - ამბობს ნადარაია. 

მისივე თქმით, 15 ჰა ლოკოკინას ფერმიდან 150 ტონამდე პროდუქციის მიღებაა შესაძლებელი. 

ირკვევა, რომ საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნაა როგორც ლოკოკინას ფილეზე ისე ცოცხალ ლოკოკინაზე. უფრო კონკრეტულად ზოგიერთი სარესტორნო ქსელი უპირატესობას ცოცხალ ლოკოკინას ანიჭებს, ხოლო სუპერმარკეტების მხრიდან კი მოთხოვნა ლოკოკინას ფილესა და გამზადებული ნახევარფაბრიკატებზეა.

ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ ლოკოკინის ფილეს ფასი 15 ევროა.

შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ჩერასკოს მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა