მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

საბანკო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი - ლევან დავითაშვილი

news image

„საბანკო სექტორს გააჩნია წამყვანი როლი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმატებაში, ვხედავთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო მეტად ინოვაციური, უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება გლობალურადაც და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის სტაბილურობის, წარმატებისა და განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკისა და, ზოგადად,  ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
 

„ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის სრულ თანხვედრაში საფინანსო და საბანკო სექტორთან. ჩვენ ვმუშაობთ კაპიტალის ბაზარზე, დანაზოგების შექმნის ახალ სისტემებზე, მექანიზმებზე, ვმუშაობთ, რომ  გაჩნდეს ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები მეტი კაპიტალის მოსაზიდად ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მდგრადი და  ინოვაციური იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ჩვენი ხალხის ინტერესებს" - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, როცა პანდემიისა და გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად,  საქართველო ახერხებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზები, საბანკო სექტორთან წარმატებული დიალოგისა და თანამშრომლობის შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგი და თანამშრომლობა - ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს საბანკო სექტორთან, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი, რომელიც საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ ბლოკს გააჩნია კერძო სექტორთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანოთ  გარეშოკები,  რომლებიც არაერთხელ ყოფილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 - ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა