მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რუსეთის მიმართულებით ფრენებს ერთ დღეში ვერ დავიწყებთ, თუმცა ინტერესი გვქვს - თამაზ გაიაშვილი

news image

 

 

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებლი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ფრენებთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ჯერ არ გაუმართავს და შესაბამისად არც დეტალები შეუთანხმებია.

როგორც გაიაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რეისების დასაგეგმად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. 

„ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. თუმცა მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას.

ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს.

დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგანაც ბევრი რამეა კიდე საჭირო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ერთ დღეში ფრენებს ვერ დავიწყებთ და რეისის დაგეგმვაც შეუძლებელია“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

​როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებებზე განრიგების შედგენა უკვე დაიწყეს, თუმცა გაიაშვილი Georgian Airways-ის მაგალითზე აცხადებს, რომ კომპანიას ფრენების დასაწყებად მომზადება სჭირდება, რადგანაც რეისების დაგეგმვა ერთ დღეში არ ხდება. 

„რუსული მხარე შესაძლოა, მომზადებულია, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ. მომავალ კვირას ავიაკომპანიაში თათბირი გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ გამაგებინოს რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით? მაშინ აგვიხსნან, თუ შეიძლება რუსეთში ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით წასვლა, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა მივცეთ ხალხს არჩევანი“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.

მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა