2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
სულ |
263.39 |
100.00% |
-40.8% |
ევროკავშირის ქვეყნები |
100.44 |
38.13% |
10.40% |
დანარჩენი ქვეყნები |
162.95 |
61.87% |
-53.97% |
მათ შორის: |
|
|
|
იტალია |
44.16 |
16.77% |
11.40% |
საბერძნეთი |
18.47 |
7.01% |
2.22% |
გერმანია |
16.19 |
6.15% |
13.51% |
ესპანეთი |
4.33 |
1.64% |
1.31% |
საფრანგეთი |
4.15 |
1.58% |
11.34% |
ირლანდია |
3.87 |
1.47% |
62.05% |
პოლონეთი |
2.18 |
0.83% |
8.61% |
კვიპროსი |
1.36 |
0.52% |
7.56% |
ნიდერლანდები |
1.00 |
0.38% |
4.66% |
რუსეთის ფედერაცია |
67.64 |
25.68% |
-74.73% |
აშშ |
38.00 |
14.43% |
32.90% |
ისრაელი |
17.88 |
6.79% |
4.68% |
ყაზახეთი |
9.38 |
3.56% |
7.36% |
თურქეთი |
6.82 |
2.59% |
-14.90% |
აზერბაიჯანი |
3.26 |
1.24% |
-2.87% |
გაერთიანებული სამეფო |
2.83 |
1.08% |
-22.20% |
ყირგიზეთი |
2.73 |
1.04% |
-39.80% |
ერაყი |
1.98 |
0.75% |
541.00% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
1.68 |
0.64% |
25.36% |
კანადა |
1.66 |
0.63% |
7.80% |
იორდანია |
1.53 |
0.58% |
384.11% |
საუდის არაბეთი |
1.22 |
0.46% |
41.45% |
უზბეკეთი |
1.01 |
0.38% |
42.73% |
2024 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვრის (26.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.
უახლესი