მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რა სავაჭრო ურთიერთობებია საქართველოსა და უკრაინას შორის

news image

უკრაინაში საქართველოდან ექსპორტი 38%-იან კლებას, ხოლო იმპორტი ფაქტობრივად გასული წლის მაჩვენებლებზეა.

 საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უკრაინაში 39,873.20 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გადაზიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 64,531.07 ათასი დოლარის.

ბოლო წლების სტატისტიკით უკრაინაში ექსპორტიც და იმპორტის ზრდის ტრენდზე იყო, თუმცა 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა სავაჭრო ბრუნვა შეამცირა. 

2022 წლის სტატისტიკით, უკრაინაში ექსპორტმა 232,077.93 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 24.5%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებლებზე.  2021 წელს საქართველომ უკრაინაში 307,435.71 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. 

2023 წლის მიმდინარე სტატისტიკით საქართველოდან უკრაინაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ეთილის სპირტია.

რას ყიდის საქართველო უკრაინაში ტოპ-5 პროდუქტი

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 10,437.78 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 5,245.84 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4,996.13 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 4,640.72 ათასი დოლარი;
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3,361.12 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უკრაინიდან 111,196.59 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 111,213.01 ათასი დოლარი, შესაბამისად მიმდინარე წლის 5 თვეში იმპორტი გასული წლის იანვარ-მაისთან შედარებით 0.01%-იან კლებას აჩვენებს.

2022 წელს უკრაინამ საქართველოში 285,984.19 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2021 წელს კი 451,826.78 ათასი დოლარის. შესაბამისად კლებამ 36%-ი შეადგინა.

რას ყიდულობს საქართველო უკრაინიდან ტოპ-5 პროდუქტი

  • მსუბუქი ავტომობილები - 24,687.38 ათასი დოლარი;
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 4,806.56  ათასი დოლარი;
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 3,642.43  ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,389.52  ათასი დოლარი;
  • საცობები, ხუფები და სახურავები - 3,111.00  ათასი დოლარი;
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა