მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რომელმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა გადაიყვანა ყველაზე მეტი მგზავრი 2023 წელს

news image

2023 წელს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი 322 622 849 მგზავრს მოემსახურა. როგორც Business Insider Georgia-ს  მიერ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან (TTC) გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების 52%-ი ავტობუსის მიერ იყო გადაყვანილი, 47%-ი მეტროპოლიტენის მეშვეობით, ხოლო დარჩენილი 1%-ი საბაგიროების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრებია. 

TTC მგზავრების რაოდენობა 2023 წელს:

  • მეტრო - 152 940 640
  • ავტობუსი - 167 616 369
  • საბაგირო - 2 065 840

თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით.

2009 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით.

2012 წელს კი კომპანიას შეუერთდა თბილისში მდებარე საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა და ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა.

2018 წელს კომპანიის მართველობაში გადავიდა თბილისის პარკინგის სისტემა 32’000-მდე საპარკინგე ადგილით.

კომპანიაში დასაქმებულია 6’492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა