როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი
Galt & Taggart-ის 19–23 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად პლუსშია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.46% წინა კვირასთან შედარებით და უცვლელი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 225 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.20 - 44.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.82% წინა კვირასთან შედარებით და +5.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 142 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.80 - 31.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.79% წინა კვირასთან შედარებით და -5.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.10 - 10.78 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები