მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

როგორ გახდა შუახევის დაცარიელებული სოფელი ტურისტულად მიმზიდველი - Nika Hotel and Club

news image

Nika Hotel and Club არის იზოლირებული სასტუმრო, რომელიც გაშენებულია მთების ბუნებრივ სილამაზეში და პანორამული ხედებით არის გარშემორტყმული. ტურისტული კომპლექსი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც თითქმის დაცარიელებული სოფელი ტურისტულად მიმზიდველი გახადა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მასპინძლობს ვიზიტორებს.

როგორც  Nika Hotel and Club-ის ხელმძღვანელი ლარისა გავრილიუკი Business Insider Georgia - თან ამბობს, სასტუმროს მშენებლობა მიზნად ისახავს შუახევის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, გაცნობას მსოფლიოსთვის და, რაც მთავარია, ახალგაზრდების დაბრუნებას მშობლიურ მხარეში, მათ დასაქმებას და რეგიონის მდგრად განვითარებაში აქტიურად ჩართვას.

,,შუახევი და სოფელი ჩანჩხალო ტურისტულად  განვითარებული არ არის. აქამდე აქ არც ერთი ცნობილი პროექტი არ განხორციელებულა. გვინდოდა, მაგალითი მიგვეცა სხვებისთვის, ვინც სოფელში დუხჭირ ყოფას გაექცა და ხელი ჩაიქნია, დაბრუნების იმედი ჩაგვესახა მათთვის და ერთად დაგვეწყო შუახევის განვითარებისთვის ზრუნვა. ამისთვის ბათუმიდან ამოვედით, ეს იყო 2021 წელს, სოფელი დაცარიელებული დაგვხვდა. თუკი ქედასა და ხულოში რამდენიმე კოტეჯია და ტურისტულად ვითარდება იქაურობა, ჩვენს შემთხვევაში თითქმის არაფერი იყო ულამაზესი ბუნების გარდა, რამაც ძალიან ლამაზი იდეა შთაგვაგონა და რეალობად ვაქციეთ“, - ამბობს ლარისა გავრილიუკი.

მისი თქმით, პროექტში რამდენიმე ადგილობრივი დაასაქმეს, რითაც ცდილობენ, რომ სოფლის მაცხოვრებლების დაბრუნებას შეუწყონ ხელი და სტაბილური გარემო შექმნან. რაც შეეხება გამოწვევას, თავიდანვე დიდი რისკი იყო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. მართალია, ზოგი რამ გაკეთდა და მოეწყო, თუმცა ეს პრობლემა ჯერჯერობით ბოლომდე მოგვარებული არ არის.

,,რა თქმა უნდა, რისკი იყო,  როცა არაფერია და თავიდან გიწევს ყველა საქმის დაწყება. რაიონში ძალიან ბევრ სოფელს უდგამს წყლის მომარაგების პრობლემა, მათ შორის სოფელ ჩანჩხალოსაც, არ  არის გაზი, და სხვა.მერია გვერდში გვიდგას კეთდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სარგებელს მოიტანს ყველასთვის. მაგალითად, დღემდე გვაქვს პრობლემა სოფლის სათადარიგო გზის რომელიც ჩვენი ობიექტისთვის ყველაზე ხელსაყრელია. თუმცა რაიონის მერია ამ პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა მომავალ წელს. ასევე რაიონში მოქმედებს აჭარის წყლის პროგრამა, რომელშიც ვიმედოვნებთ რომ მივიღებთ მონაწილეობას. ამ პროექტს სირთულე ახლავს, მაგრამ გვაქვს დიდი სიყვარული აჭარის მიმართ, რის გამოც ჩვენი კომპლექსი შეიქმნა. გვინდა ისევე განვითარდეს ეს კუთხე, როგორც თავის დროზე ეს შეძლო სვანეთმა, გუდაურმა და სხვა, მთიანმა რეგიონებმა. ზემო აჭარა არაფრით არ არის ნაკლები. ულამაზესი მთებია, შთამბეჭდავი ხედები, ეს მხარე უფრო მეტად უნდა დაფასდეს. გვინდა, ტურისტულად მსოფლიომ გავაცნოთ შუახევი და სოფელი ჩანჩხალო. უკვე ბევრი გვიცნობს.

ამ ეტაპზე სასტუმროში გვსტუმრობენ ყაზახი,ინდოელი, არაბი, უკრაინელი და ბელარუსი ტურისტები, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია“, - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

მისი ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო.  გაიხსნა ფოტოლოკაციების პარკი, სადაც არის ყველაზე დიდი ყანწი  მსოფლიოში, ასევე ყველაზე დიდი ,,აჭარული ხაჭაპური“ და სხვადასხვა ლოკაციები, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია 2 კოტეჯი, რომელსაც სამომავლოდ კიდევ რამდენიმე დაემატება. გარდა ამისა დაემატება სხვა ინფრასტრუქტურაც სასტუმრო კომპლექსში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა