მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

როდის მიიღებენ სტარტაპები და IT კომპანიები საგადასახადო შეღავათებს

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ კი სააგენტოს არსებობისა და განვითარების ათწლიანი ისტორია შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმებიც გააცნო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპები.

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები.

ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.

ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე. 

ეს ინიციატივები, რომლებიც სააგენტოს საიუბილეო ღოინიძიებაზენ გაჟღერდა, საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და შესაბამის პაკეტს GITA პარლამენტს საზაფხულო სესიაზე წარუდგენს. პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, ინიციატივები ზალაში სავარაუდოდ 2025 წელს შევა. 

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში:

  • ხელოვნური ინტელექტი -  საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
  • ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციისა თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა. 
  • აგროტექნოლოგიები - სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას.

განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად:

  • Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და  ორი თვის განმავლობაში დამფძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს.
  • MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირების და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP- შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი.
  • Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს .. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით.

ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც შეირჩევა GITA- მიერ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჩაერთვება ჯამურად 160 სტარტაპი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი და მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლაფორმა 500 Global-, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას. მასში, ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური ჰაბის როლს.  ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.

საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი ფანჯრის პრინციპით, საქართველოს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს დაეხმაროს კომერციალიზაციაში. საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, დაფინანსდა 80 პროექტი. 

საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით,  ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, ამასთან შეიქმნა 10 000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა