მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

როდესაც ვუყურებ იმ მიდგომას და სულისკვეთებას, როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, ვრწმუნდები, რომ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის - იან პიტერ იან დე ნული

news image

„დღემდე ჩვენი კომპანია 117 ქვეყანაში ოპერირებდა და საქართველო იქნება 118-ე. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არავის ახსოვდა? არავითარ შემთხვევაში. ერთი რამ, რაც ევროპაში ვიცით საქართველოს შესახებ ისაა, რომ თქვენ უნდა გაშალოთ ფრთები. თქვენი ტურიზმი არის აყვავების ფაზაში. რაც საქართველოში მინახავს საოცარი და შესანიშნავია. საქართველოს სტატისტიკური მონაცემები და ინდიკატორები შთამბეჭდავია. ჩვენი თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან დიდი მიღწევაა და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთან მოგვიწევს თანამშრომლობა და ამ მაჩვენებლების და ინდიკატორების კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება," - განაცხადა ბელგიური კომპანიის „იან დე ნულის" მმართველმა დირექტორმა იან პიტერ იან დე ნულმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 
კომპანიის „იან დე ნულის" მმართველმა დირექტორმა საქართველოსა და ევროპის ისტორიაზე ისაუბრა. „მე საქართველოს ისტორიასაც გავეცანი. გამიკვირდა, რომ თურმე შუა საუკუნეებში საქართველოში აბრეშუმის გზა ყვაოდა. იმ პერიოდის ევროპაში განუვითარებელი ქვეყნები და სოფლის ტიპის დასახლებები იყო, თქვენი ქვეყანა კი ყვაოდა," - აღნიშნა მან. 
იან პიტერ იან დე ნულმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს იშვიათი შემთხვევა უწოდა. „ამ პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი შემთხვევა. დღეიდან 10 წელიწადში საქართველოს ვერავინ იცნობს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება და დასაქმება გაიზრდება. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღჭურვილ პარტნიორთან, საინჟინრო კომპანიებთან და არ ველოდები რაიმე სახის წინაღობას. როდესაც ვუყურებ ფუნდამენტურ საკითხებს, იმ მიდგომას და სულისკვეთებას, როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, ვრწმუნდები, რომ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის," - აღნიშნა იან პიტერ იან დე ნულმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა