მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რის ხარჯზე იზრდება მშენებლობის ღირებულების ინდექსი - ბესო ორთოიძის განმარტება

news image

2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა. როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაზრის ზომის პროპორციულად მუშახელის რაოდენობა ქვეყანაში ვერ იზრდება და საბოლოო ჯამში ბიზნეს ხელფასების გაზრდა უწევს, რათა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დაჭერას ამ გზით სცადოს. 

„ეს ტენდენცია ისედაც სახეზე იყო თუ წინა კვარტლების მაჩვენებლებსაც შევხედავთ. ზოგადად პანდემიის შემდეგ წლიურ ჭრილში შევხედავთ თუ კვარტალურ ჭრილში ზრდა არის ხელფასების კუთხით. ამ ფონზე ბაზარზე მშენებლობების მოცულობაც გარდილია. 

ეს სახეზეა ნებართვების სტატისტიკაზე დაკვირვებითაც და ასევე ვიზუალური თვალსაზრისითაც, კარგად ვხედავთ. თან საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე ბიზნესი რასაც აშენებს. იგივე სახელმწიფო კუთხითაც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტებია ქვეყანაში და მათ შორის დედაქალაქშიც.

შესაბამისად მშენებლობების პროპორციის ზრდის პარალელურად, იმავე ტემპით კადრების მიწოდება არ იზრდება. პირიქით, შესაძლოა კლებაც კი გვქონდეს ქვეყნიდან კადრების გასვლის გამო.

შესაბამისად სექტორში არსებობს დეფიციტი. როცა დეფიციტია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ერთადერთი ქცევაა ხელფასების ზრდა. ეს ბუნებრივი პროცესია. ზოგადად ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია გამოიკვეთა და რაღაც პერიოდით კიდევ გაგრძელდება“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში კადრების გადინება შემცირებულია, თუმცა პრობლემის აღმოფხვრა ვერ ხდება.

ბესო ორთოიძის თქმით, კადრების გადინება, რომ არ ყოფილიყო, დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის მაინც იქნებოდა, თუმცა შედარებით განსხვავებული პროპორციით. 

„კადრების გადინება შემცირდა და იმავე ტემპით აღარ ხდება. უცხოეთში რომ ჩადიან ხვდებიან, რომ  განსხვავებული რეალობა არ არის. თუმცა ეს გასვლებიც, რომ არ იყოს იგივე ზრდის ტემპი ადგილობრივ ბაზარზე კადრების მიწოდების კუთხით არ არის. ახალგაზრდები მშენებელის პროფესიას აღარ ირჩევენ და პროფესიული განათლების კუთხით ქვეყანაში პრობლემაა. იზრდება ბაზარი, შესაბამის ტემპში არ ხდება კადრების ზრდა და დეფიციტი გვაქვს“, - აცხადებს ბესო ორთოიძე. 

საქსტატის განმარტებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6 პროცენტით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა