მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რეზერვებთან დაკავშირებით სებ-ის პოლიტიკას ვემხრობი, რადგან რეზერვები ივსება იმისთვის, რომ საჭიროებისამებრ გამოიყენოს - ოთარ ანგურიძე

news image

სებ-ის პოლიტიკა, რასაც ის რეზერვებთან მიმართებაში ახორციელებს სავსებით ვემხრობი, იმიტომ რომ რეზერვები ივსება იმისათვის, რომ როცა დასჭირდება ეროვნულ ბანკს, მაშინ გამოიყენოს, - ამის შესახებ ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა, რომელმაც დეკემბერში სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 28.6 მილიონი დოლარით შევსება შეაფასა.
ანგურიძის თქმით, ასეთი შემთხვევა იყო შემოდგომაზე,  წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც, რაღაცა ცრუ მოლოდინების შექმნით ცდილობდნენ, რომ საზოგადოებაში შეეტანათ ცუდი განწყობები.

„როდესაც ასეთი პროცესები ხელოვნურად იმართება ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ არის ყოველთვის ეროვნული ვალუტა. ამდენად, ეროვნული ბანკიც ამას ხედავდა. როდესაც დაინახა ის არაფუნდამენტური  ფაქტორები, რამაც რეალურად გააუფასურა ლარი ეროვნულ ბანკს ჰქონდა ყველა მანდატი იმისათვის, რომ მას ლარის კურსის გაუფასურების ხელოვნურად შეჩერება მოეხდინა, რადგან ასეთი ტიპის მოკლევადიანი რყევა აუცილებლად  გამოიწვევდა ფასებზე ზეგავლენას და ფასების ზრდა კი გამოიწვევდა ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას. ამდენად, იმ პერიოდში იყო სავსებით გამართლებული და ჩვენ ვნახეთ რომ  როგორც კი არჩევნებმა ჩაიარა და არაფერი არ შეიცვალა და იმ ცრუ მოლოდინებმაც ამოწურეს თავისი რესურსი, ანუ ვეღარ შეიქმნებოდა ის ცრუ მოლოდინები ბაზარმა დაიწყო დასტაბილურება, ლარშიც აღარ დასჭირდა ეროვნულ ბანკს ზედმეტი ძალისხმევა რომ თვითდინების პროცესში ჩარეულიყო.
ლარმაც თავისუფალი კურსის პირობებში შეინარჩუნა ბუნებრივი წონასწორობა. ამდენად, ეროვნულ ბანკს უკვე ჰქონდა ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ნოემბერშიც და დეკემბერშიც მოეხდინა ეროვნული რეზერვების შევსება და მე ვფიქრობ, რომ ეს შევსების პროცესი იანვარშიც გაგრძელდებოდა და იანვრის ინფორმაციას ჩვენ მომავალ თვეში ვნახავთ  და თუ ეს   პროცესი ესე სტაბილურად განვითარდება და მე დიდი იმედი მაქვს განვითარდება, ეროვნულ ბანკს კიდევ არაერთხელ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ეროვნული რეზერვები შეივსოს. თუმცა ჩვენ ვხედავდით, რომ კრიტიკოსები ძალიან ბევრი იყო როდესაც, ეროვნული ბანკი ხარჯავდა ამ რეზერვებს, მაგრამ დღეს როდესაც რეზერვებს ავსებს ეროვნული ბანკი ის კრიტიკოსები საერთოდ აღარ ჩანან იმიტომ, რომ მათი არგუმენტაციაც იყო ისეთივე დროებითი, როგორც ლარის კურსის გაუფასურებაც იყო იმ მომენტში დროებითი. ამიტომ დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ არის ძლიერი ეროვნული ბანკი იმისათვის, რომ ლარის კურსიც მართოს და ეროვნული რეზერვებიც“, - აცხადეს ანგურიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში სებ-ს შესაძლოა მეტი დოლარის შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ ეს შეიძლება ლარის კურსსაც დაეტყობოდა. 
„ამიტომ, ეროვნულ ბანკს აქვს  იმის ყველა ინფორმაცია რომ ადევნოს თვალი ვთქვათ, რა ქმედება ლარის კურსზე და ფასების სტაბილურობაზე როგორ მოახდენს გავლენას. ამიტომ ყველაფერი არის შედარებითი, რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ მეორე აქ ისმის კითხვა ეს ხომ არ მოახდენდა მერე ლარის კურსის გაუფასურებაზე ზეგავლენას. ამიტომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს და ამ ოფიციალურ ინფორმაციებს და ყველა წყაროებს ფლობს და უყურებს  ეროვნული ბანკი ამდენად, მე ვვარაუდობ, რომ ის ნორმა, რაც დაიცვა ეროვნულ ბანკმა ამ ბალანსთან დაკავშირებით, ვფიქრობ რომ ადეკვატური იყო. თუმცა თუ კიდევ უფრო მეტად ექნება შესაძლებლობა ეს გამოჩნდება მომდევნო თვეებში, რადგან თუ მაშინ მაგალითად, ეროვნულ ბანკმა არ გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომ ბოლომდე შეევსო რეზერვები, მაშინ მას ის ბუნებრივი შესაძლებლობა ექნება მომდევნო თვეებშიც“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა