დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ახალ მიმართულებებს შესთავაზებს re:school-ი მოსწავლეებს 3 თებერვალს ღია კარის დღეზე

რა ახალ მიმართულებებს შესთავაზებს re:school-ი მოსწავლეებს 3 თებერვალს ღია კარის დღეზე

25-01-2024 18:00:00

3 თებერვალს, 12:00 საათზე, re:school-ში ღია კარის დღე გაიმართება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება 7-9 წლის ასაკის ბავშვებზე გათვლილი ახალი მოდულის პრეზენტაცია. 

ღია კარის დღეზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გარდა  re:school-ის დამფუძნებლის სალომე მგელაძისა  პირისპირ გაესაუბრონ და კითხვები დაუსვან re:invent-ის დამფუძნებელს პავლე მგელაძეს და მისგან საინტერესო რჩევები მიიღონ.

ასევე, საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სასწავლო სივრცე, გაეცნონ სასწავლო პროგრამებს, შეხვდნენ re:school-ის მენტორებს, განათლების ფსიქოლოგებსა და სასწავლო ხელმძღვანელს.

„re:school-ში 3 თებერვალს გვაქვს ღია კარის დღე, სადაც გვექნება ახალი მიმართულების პრეზენტაცია, საუბარია ახალი ასაკობრივი კატეგორიის 7-9 წლამდე ბავშვების ახალ პროგრამაზე, რომელიც აერთიანებს საბაზისო უნარებს, საბაზისო ინგლისურს, ინტერნეტ უსაფრთხოებას, იმ საბაზისო მიმართულებებს, რაც მომავალში უფრო მსუყე ტექნოლოგიური მოდულების გასავლელად დასჭირდებათ. ეს არის 5 თვიანი, მოკლე საბაზისო კურსი ბიზნეს-ტექნოლოგიური უნარების განსავითარებლად.

გარდა ამისა, 3 თებერვალს ჩანიშნულ ღია კარის დღეზე კიდევ ერთხელ მოხდება 12-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული, უკვე არსებული ვებ-პროგრამირების კურსისა და დამატებითი 18 მოდულის წარდგენა. ვისაუბრებთ ასევე ჩვენს სამომავლო გეგმებზე“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.

სალომე მგელაძის თქმით, 7-9 წლის ასაკის ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან ინტერესი დიდია, რათა მათ re:school-ში მიიღონ შესაბამისი განათლება.

„დიდი მოთხოვნა იყო ამ ასაკზეც. 7 წლის ბავშვს პროგრამირებას ვერავინ  ასწავლის, თუმცა ჩვენ ისეთი მოდული შევქმენით, რომელიც მოამზადებს ბავშვებს, რომ მომავალში ტექნოლოგიები სიღრმისეულად ისწავლონ და განუვითარდეთ ბიზნეს-ტექნოლოგიური უნარები. აღნიშნული მოდული საწყის ეტაპზე ჩაეშვება თბილისში. ზოგადად, სიახლეებს ჯერ თბილისიდან ვიწყებთ ხოლმე და მერე გადაგვაქვს სხვა ფილიალებში“, - აღნიშნა  Business Insider Georgia-სთან საუბრისას re:school-ის დამფუძნებელმა.

რას მოიცავს 7-9  წლის ასაკობრივი ჯგუფის სასწავლო პროგრამა?

1.      საბაზისო კომპიუტერული უნარები;

2.      ინტერნეტ უსაფრთხოება;

3.       საბაზისო კოდირებისა და პროგრამირების ლოგიკა: Scratch, Blockly;

4.      ციფრული კრეატიულობა : გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ხელოვნების  - საფუძვლები;

5.      კომპიუტერის არქიტექტურა;

6.      ციფრული კომუნიკაცია;

7.      ციფრული და მედია წიგნიერება;

8.      ემოციური ინტელექტი;

9.      ინგლისური ენა;

პროგრამის მიზნებია ბავშვებს

·         განუვითაროს კომპიუტერისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;

·         გააცნოს პროგრამირების და გრაფიკული დიზაინის საფუძვლები;

·         ხელი შეუწყოს ციფრულ წიგნიერებისა და კომპიუტერის პასუხისმგებლობით გამოყენებას;

·         განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები

·         მისცეს ის საჭირო საბაზისო ცოდნა და უნარები, რაც მათ მომავალში ტექნოლოგიების უფრო სიღრმისეულად შესწავლაში დაეხმარება.

კურსის ხანგრძლივობა - 5 თვე (20 კვირა)

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები