მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რეგიონში გარკვეული რისკები გაზრდილია და უკანასკნელი პერიოდის მერყეობები იძლევა იმის წინაპირობას, რომ დღეს სებ-მა თავი შეიკავა რეალურად მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისგან - ალექსანდრე ძნელაძე

news image

 

სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დარჩა უცვლელი და ვფიქრობ, აღნიშნულის უმთავრესი ნაწილი იყო რეგიონში არსებული გაზრდილი რისკები, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შეფასებისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ყველა ფაქტორი - იქნება ეს ინფლაციის მაჩვენებელი თუ სხვა რისკები, რომელიც დღის წესრიგში დგას, არის სტაბილური და დაბალი. „აქედან გამომდინარე, ყველა მაჩვენებელი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ვთქვათ კიდევ შემცირებულიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. თუმცა, გაზრდლია გარკვეული რისკები რეგიონში და უკანასკნელი პერიოდის მერყეობები იძლევა იმის წინაპირობას, რომ დღეს სებ-მა თავი შეიკავა რეალურად მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისგან. და პრინციპში თვითონვე ახსენეს ის მაჩვენებლები სადეპოზიტო პორტფელის ზრდა, და ყველა სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების ნაწილი, რაზეც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის მკაცრ დონეზე შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ იმისი წინაპირობაა, რომ რეგიონში რისკები არის და რჩება მაღალი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ეროვნულმა ბანკმა“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ. მისივე თქმით, სებ-მა ამ გადაწყვეტილებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინა, რადგან წინა პერიოდში ამცირებდა.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა