მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რეფინანსირების განაკვეთის  0.25%-ით შემცირება მკვეთრი ცვლილება არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ განწყობებზე დადებით ასახვას პოვებს - ოთარ ნადარაია

news image

რეფინანსირების განაკვეთის  0.25%-ით შემცირება მკვეთრი ცვლილება არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ განწყობებზე დადებით ასახვას პოვებს, - მიიჩნევს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

ნადარაიას განმარტებით, თიბისის არსებით ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლები დადებითი ტენდენცია ჩანს. 

„ეკონომიკური აქტივობა, რასაც თიბისის არხებით ოპერატიული ინფორმაციის სახით ვხედავ და პერიოდულად ვაქვეყნებთ, ჩვენი შეფასებით მაისის ჩათვლით ჯერ კიდევ მაღალია. ტურიზმიდან შემოდინებებით, რომელიც მაღალ ნიშნულზეა და მიგრაციის ეფექტითაც ჩანს, რომ აქტივობა სახეზეა. სავალუტო შემოდინებებს კუთხით მნიშვნელოვანი გაუარესება არ იკვეთება. რეფინანსირების განაკვეთის  0.25%-ით შემცირება დიდ გავლენას მაკროეკონომიკურ გარემოზე ვერ მოახდენს, მაგრამ განწყობების მხრივ, რომ შემცირება შესაძლებელია და ლარის კურსი მერყეობის შემდგომ გამყარების მიმართულებით მიდის, საბოლოოდ ბაზარზე დადებით განწყობებს ქმნის“, - ამბობს ოთარ ნადარაია.

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე ნიშნულს ეტაპობრივად დაუბრუნდება. 

„რისკები გასაგებია, რომ არის, მაგრამ პროგნოზის კუთხით ჩვენ პროგნოზიც არის, რომ საქართველოში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ეტაპობრივად უბრუნდება. ყოველ შემთხვევაში მომდევნო თვეების განმავლობაში სამიზნეზე დაბალი დარჩება“, - აცხადებს ნადარაია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა