დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაზეა დამოკიდებული პენსიების ზრდა - გიორგი კაკაურიძის განმარტება

რაზეა დამოკიდებული პენსიების ზრდა - გიორგი კაკაურიძის განმარტება

19-02-2024 17:00:00

ვერც ერთი ხელისუფლება და მთავრობა ვერ შეძლებს პენსიების რადიკალურ ზრდას, თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არ იქნება მაღალი, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის შანსი, რომ 2026 წლისთვის ქვეყანაში პენსიების მაჩვენებელი 500 ლარიან ნიშნულს გადასცდეს. 

„მომდევნო 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება, რომ პენსია 500 ლარს ასცდეს, თუმცა ეს დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდაზე და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მიმართული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სტაბილურად მაღალი გვქონდეს“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ქვეყანაში პენსიების ზრდა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება

„მას შემდეგ რაც ინდექსაცია გაკეთდა პენსიები აღარ იყო ხოლმე საარჩევნოდ აქტუალური თემა, თუმცა გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ დაიწყო ამაზე საუბარი. ზოგადად ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ხდება პენსიების ავტომატური ზრდა. ეს დამოკიდებული არ არის პოლიტიკურ ნებაზე, არჩევნებია წელია თუ არა საარჩევნო წელი. პენსიების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ არასაარჩევნო წელს დაფიქსირდა, 2022 წელს მაგალითად 65 ლარით მოხდა პენსიების ზრდა. რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი ზრდა იყო ბიუჯეტისთვის და დიდი ტვირთი.  თუმცა ეს აუცილებელი იყო და კანონის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული. წელსაც ამ კანონით ხდება პენსიების ინდექსაცია და პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის 50 ლარით იზრდება. პროცესი გაგრძელდება მუდმივად. როგორც კი ჩვენ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა პენსიების ზრდაც ავტომატურად მოხდება, რაც გარკვეული ფორმულით დაიანგარიშება. მიკვირს ხოლმე, როცა იყო გამოსვლები, როდესაც 500 ლარიან პენსიას ჰპირდებოდნენ მოსახლეობას. რაც საკმაოდ დიდი თანხა იყო და ერთ წელიწადში ეს შეუძლებელი იყო და მეორე წელს მიხვდნენ ამას. მეორე ჯგუფი გამოვიდა და უკვე 1000 ლარიან პენსიას აანონსებდა. ყველა აღიარებს, რომ პენსიის ზრდა დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები