მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რატომ შემცირდა საქართველოში პურის მოხმარება

news image

2023 წელს 2022 წელთან შედარებით ქვეყანაში პურის მოხმარება არ გაზრდილა, პირიქით შემცირებულია, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ქვეყანაში პურის მოხმარება ეკონომიკური ბარომეტრია.

„დღევანდელ დღეს თუ 90-იან წლებს შევადარებთ, პურის მოხმარება 1 მლნ ტონასაც კი აღწევდა. ახლა კი შემცირებულია. მიზეზი არის ის, რომ სხვა პროდუქტები გამოჩნდა. პურის მოხმარება ერთგვარი ეკონომიკური ბარომეტრია. იმ ქვეყნებში სადაც პურის მოხმარება იზრდება, ეკონომიკურად უფრო ჩამორჩენილად ითვლება. კარგია, რომ საქართველოში პურის მოხმარება მცირდება, იმიტომ, რომ იქ უკვე სხვა პროდუქტების სიჭარბეა. იყიდება დიაბეტური ნაწარმი,  უგლუტენო პური და ა.შ.“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2023 წელს პურის ფასი არ შეცვლილა და 2022 წლის იდენტური დარჩა.

როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, თბილისში დღე-ღამეში 350-400 ტონამდე პური ცხვება.

„ერთი ზრდასრული (ქართველის) ფიზიოლოგიური ნორმა 300 გრამი პურია, გერმანიაში კი 180 გრამი. შედარებისთვის გეტყვით, რომ ყაზახეთში ფიზიოლოგიური ნორმა 450 გრამია.

საქართველოს მთლიანობაში წელიწადში სჭირდება 700 ათასი ტონა ხორბალი, რაც არის 550 ათასი ტონა ფქვილი. ამ მოცულობით, დაახლოებით 750 ათასი ტონა პურის გამოცხობაა შესაძლებელი“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა