რატომ შედის ცვლილება საბიუჯეტო კოდექსში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტზე დაჩქარებული წესით იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილება უკავშირდება 2025 წლის ბიუჯეტს.
„ცვლილება უკავშირდება ორ საკითხს. ერთი არის სკოლების გადაყვანა სახაზინო მომსახურებაზე, რომლის დასრულებასაც 2024 წელს ვფიქრობდით, თუმცა ვერ მოესწრო. დაახლოებით, 1300-მდე სკოლა არის გადმოსული და დარჩენილია მხოლოდ 850-მდე სკოლა, რაც 2025 წელს უნდა დასრულდეს. სკოლების პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების გადმოტანა, რაც 2026 წლამდე უნდა დასრულდეს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საბიუჯეტო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები