სამაგიდო თამაშების მაღაზიის Board Games Corner-სა და კლუბის დირექტორი ბონდო ლომიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ კავკასიის უნივერსიტეტში იგეგმება სამაგიდო თამაშების ტურნირი, სადაც აბიტურიენტს გამარჯვების შემთხვევაში გრანტის მოპოვების შანსი ექნება.
სამაგიდო თამაშების კუთხის კლუბმა, მსგავსი ტურნირები უკვე ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ახლა კი დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის ტურნირი სამაგიდო თამაშებში, რომელშიც 20-ამდე უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას და სხვადასხვა სამაგიდო თამაშებში ერთმანეთს სტუდენტები შეეჯიბრებიან.
Board Games Corner-ის დირექტორი ამბობს, რომ „სამაგიდო თამაშები უფრო პოპულარული ხდება და ყველაზე დიდ ინტერესს მოსწავლეები და სტუდენტები გამოხატავენ, რასაც სხვადასხვა ბანკების ჩართულობა განაპირობებს. კერძოდ, ბანკების ახალგაზრდულ ბარათებზე არის სხვადასხვა სახის საინტერესო შემოთავაზებები, რაც გავლენას ახდენს სტუდენტებსა და მოსწავლეებზე”.
Board Games Corner-ი 2 წელის წინ დაარსდა და მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესონ სამაგიდო თამაშებით.
„სამაგიდო თამაშები არის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ეხმარებათ ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
ამ დროისთვის მაღაზიას, რომელიც სპორტის სასახლესთან მდებარეობს მომხმარებლისთვის 400 ამდე თამაშის შეთავაზება შეუძლია.
სათამაშო სივრცეში ერთდროულად 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და ერთი მოთამაშის აბონემენტი მთელი დღის განმავლობაში 10 ლარი ღირს, ამ დროის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამაგიდო თამაშის გამოყენება და სურვილის შემთხვევაში ადგილზე შეძენა.
ამ დროისთვის ბიზნესში დასაქმებულია 2 ადამიანი.
უახლესი