რას სთავაზობს Turkish Airlines-ი მომხმარებელს, თუ შერჩეული10 მიმართულებიდან მგზავრობის ბილეთს დაჯავშნის
ყველა, ვინც მაისის ბოლომდე შერჩეული10 მიმართულებიდან ერთ-ერთზე ცალმხრივი ან ორმხრივი მგზავრობის ბილეთს დაჯავშნის, დამატებით მილების 30%-ს მიიღებს.
შერჩეულ მიმართულებებს შორისაა მანჩესტერი, ლიონი, დუბროვნიკი, ქუვეითი, ბუქარესტი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, თბილისი, ნახიჭევანი, დოჰა და ბიშკეკი.
კამპანიის წესების თანახმად, შეთავაზება მოქმედებს 23-31 მაისის პერიოდში შეძენილ ბილეთებზე, ხოლო მოგზაურობის პერიოდია 23 მაისი – 7 ივლისი.
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით 30% მილები Miles&Smiles სისტემის წევრებს ფრენიდან 1 კვირის განმავლობაში დაერიცხებათ.
კამპანია ბილეთების კლასების შესაბამისად დაჯილდოებას არ მოიცავს.
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Miles&Smiles სისტემის წევრებისთვის. შეთავაზება ვალიდურია მხოლოდ იმ ფრენებთან მიმართებაში, რომელსაც ოპერირებას უწევს Turkish Airlines-ი.
კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებული პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ Turkish Airlines-ის კოდის გაზიარებით (ე.წ codeshare) შესრულებული რეისების, Star Alliance-ის პარტნიორი ავიახაზების და AnadoluJet-ის მგზავრები.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები