მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო თურქეთში - TOP-5 პროდუქტი

news image

თურქეთიდან იმპორტი 8%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 7%-იან კლებას აჩვენებს.

2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი სწორად თურქეთია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის 7.3%-ი, ხოლო იმპორტი 18.5% თურქეთზე მოდის. 

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 624,579.07 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 578,908.50 ათასი დოლარის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 55,361.02 ათასი დოლარი,
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 16,948.89 ათასი დოლარი,
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 13,048.68 ათასი დოლარი,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 12,967.37 ათასი დოლარი,
  • მავთულები იზოლირებული, კაბელები -  11,423.23 ათასი დოლარი.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ თურქეთში 97,170.71 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 104,885.55 ათასი დოლარის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის: 

  • ფეროშენადნობები - 24,929.41 ათასი დოლარი,
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 21,425.40 ათასი დოლარი,
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 9,366.57 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 5,181.35 ათასი დოლარი,
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 3,289.06 ათასი დოლარი.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა