მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რამდენი გემი და ტვირთი მიიღეს საქართველოს პორტებმა?

news image

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 3931 გემი, რომელთა 39.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, 23.7 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო 8.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.

2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 5.4 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 17.8 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი და 32.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.3 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.3 პროცენტი - ლიბერიის, 13.7 პროცენტი - თურქეთის, 8.4 პროცენტი მალტის, 5.3 პროცენტი - ბულგარეთის, 5.1 პროცენტი - რუსეთის, ხოლო 34.9 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 17.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 39.5 გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 34.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.6 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 55.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 53.0 პროცენტს შეადგენს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა