მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა უჯდება საპენსიო სააგენტოს იუსტიციის სახლის მომსახურების შესყიდვა

news image

2024 წელს სსიპ " საპენსიო სააგენტოს " სსიპ "იუსტიციის სახლის" მომსახურების შესყიდვა 61920 ლარი უჯდება.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საპენსიო სააგენტოს ეტაპობრივად მზარდი და განვითარებადი მომსახურების გათვალისწინებით, ასევე გაზრდილი მომართვიანობის ფონზე, აუცილებელია საპენსიო სააგენტომ დროულად და სრულფასოვნად, ამასთან მაღალი ხარისხით დააკმაყოფილოს ბენეფიციართა მოთხოვნები, რაშიც მას 2023 წლიდან უკვე იუსტიციის სახლიც ეხმარება.

შესაბამისად მომავალი წლის მომსახურებისთვის შესყიდვა არა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე არამედ გამარტივებული შესყიდვის წესით მოხდება. 

დღეის მდგომარეობით სსიპ „იუსტიციის სახლი“ მისი 118 იუსტიციის სახლისა (ტერიტორიული ორგანო და სტრუქტურული ერთეული) და 18 მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით უზრუნველყოფს სსიპ „საპენსიო სააგენტოს“ ბენეფიციარებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სერვისებზე წვდომას და მიღებას საქართველოს 60 მუნიციპალიტეტში. კერძოდ:

1. Opt-out-ის პროგრამული მომსახურებების გაწევა შემდეგთან დაკავშირებით:

  • განცხადება სქემიდან გასვლის შესახებ;
  • ცნობა სქემიდან გასვლის შესახებ;
  • ცნობა სქემიდან გასვლის პერიოდის შესახებ;
  • ცნობა სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ.

2. პენსიის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით:

  • ასაკობრივი
  • შშმ პირი
  • ქვეყნიდან გასვლა
  • მემკვიდრე
  • წარმომადგენელი

3. განცხადების მიღება შემდეგთან დაკავშირებით:

  • თანხის მოძიება
  • სქემაში არასწორად ჩართვა
  • თანხის დაბრუნება
  • არასწორედ გადმორიცხული თანხები
  • სხვა

4. ინდივიდუალურ გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლების გაცემა / აღდგენა.
ასევე 2024 წლის დასაწყისში, იუსტიციის სახლის მიერ დაგეგმილია ორი ახალი ტერიტორიული ორგანოს, სამტრედიისა და ხაშურის იუსტიციის სახლების გახსნა, სადაც ასევე განხორციელდება სსიპ „საპენსიო სააგენტოს“ ზემოაღნიშნული სერვისების მიწოდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა