მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა უჯდება ბიუჯეტს ლენტეხში საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის შესაჩერებლად დაგეგმილი სამუშაოები

news image

მთავრობა ქუთაისი-ლენტეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის კმ97+900-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამ მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდფერი უკვე გამოაცხადა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-15) ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი) - წყალტუბო - ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო გზის კმ97+900-ზე ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი დარჩენილი სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

ტენდერის ფარგლებში განაცხადების მიღება 27 ოქტომბერს სრულდება, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 352 531 ლარს შეადგენს. 

ირკვევა, რომ გზის სარეაბილიტაციო უბანი ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდ. ცხენისწყლის ხეობის ზედა ნაწილს დაბა ცაგერის ზედა ნაწილს მოიცავს.

როგორც კომპანია „გზაჯვარედინი ოცდამეერთე“-ს მიერ ჩატარებული მოკვლევიდან ხდება ცნობილი, საქმე ეხება გზის 200-250 მეტრიან მონაკვეთს, რომლის ფარგლებში სისტემატურად ხდება ფერდიდან ქვების და დიდი ლოდების ცვენა სავალ ნაწილზე, რაც დიდ საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო საშუალებებს.

ამიტომ აღნიშნული მონაკვეთის აღდგენისა და მისი დაცვისათვის საჭიროა მდინარის კალაპოტში, მარჯვენა ნაპირთან, მოეწყოს მიწის ვაკისის გასამაგრებელი კედელი სიგრძით 260 მეტრი.  პირველ რიგში მძიმე ტექნიკის საშუალებით უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის ფორმირება, საავტომობილო გზის მიწის ვაკისის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების მოცილების მიზნით.

„ყველაზე ოპტიმალური საპროექტო გადაწყვეტილებად ჩვენს მიერ იქნა მიჩნეული გზის გასწვრივ, ზედა საყრდენი კედლის მოწყობა და ფერდის დამუშავება (ფორმირება). არსებული ლანდშაფტური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყდა მოეწყოს გრავიტაციული ტიპის მონოლითური კედელი (პკ0+0,00 პკ 2+30,0 სიგრძით 230 მ.) არმირებული ბეტონისაგან (ალტერნატივად იქნა განხილული კედლის მოწყობა ანაკრები ბეტონის ბლოკებისაგან, რომელმაც ტექნიკურ ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ მოიპოვა უპირატესობა მონოლითურ ბეტონის კედელთან შედარებით)“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ შედგენილ ხართაღრიცსვის დოკუმენტში. 

საწყისს ეტაპზე უნდა განხორციელდეს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს:

1. სამშენებლო ბაზის მოწყობას და მის უზრუნველყოფას შესაბამისი ინვენტარით (საკონტეინერო ბლოკები, ინვენტარული ბიოსაპირფარეშოები დ.ა.შ.);

2. სამშენებლო მოედნის მოწყობისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზაციის უზრუნველყოფის განხორციელება, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით. მოძრაობის ორგანიზაცია გულისხმობს საავტომობილო გზის დაახლოებით 250 მეტრ მანძილზე ცალმხრივ მოძრაობას, ამისათვის სავალი ნაწილის შუაზოლზე მონტაჟდება ე.წ. „ნიუჯერსის“ ტიპის შემოფარგვლის ბლოკები და მასზე ეწყობა თუნუქის ღობე. სამშენებლო მოედანს თავსა და ბოლოში უკეთდება შესასვლელ გამოსასვლელი კარებები;

3. კედლის სექციების (5-5 მეტრის სიგრძის) მშენებლობისათვის გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს წინასწარ მოწყობილ ქვაბულში. კედლის წინა მხარეს ქვაბულის დამუშავება ხორციელდება СНиП III-4-80*, ცხრილი 4-ის შესაბამსად, ხოლო კედლის უკანა მხარეს ქვაბული მუშავდება თითქმის მართობულად, გრუნტის დამჭერი კონსტრუქციის გამოყენებით. გრუნტის გამაგრება ხდება თანდათანობით ზემოდან ქვემოთ თითო თითო მეტრზე ჩამოსვლით. ამგვარად ეწყობა ხუთ ხუთ მეტრიანი კედლის სექციები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა