მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა სერვისებს სთავაზობს პრემიუმ კლასის  Hotel Gistola in Mestia სტუმრებს

news image

ყველა პერიოდში აქტიური, პრემიუმ კლასის Hotel Gistola in Mestia ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით ემზადება. ზაფხულში ტურისტული კომპლექსი 70% -ით იყო დატვირთული.

როგორც სასტუმროს მენეჯერი შოთა ფიფია Busienss Insider Georgia - თან ამბობს, ზამთარში ეს მაჩვენებელი გაიზრდება და მინიმუმ 80%-ს მიაღწევს, რა თქმა უნდა, თუკი სეზონისთვის შემაფერხებელი გარემოებები არ იჩენს თავს.

შოთა ფიფიას თქმით, სასტუმროში დღეს ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლების ინტერესებს მოერგოს და მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას დასვენებისთვის.

„რესტორანი, საუნა, უმაღლესი სტანდარტის ბასეინი, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები - სრული კომფორტია ყველასთვის, ვინც დასასვენებლად მესტიას ირჩევს. თავისი ნიშა აქვს ოთახებსაც, რომელიც პრემიუმ სტანდარტისაა. ჯამში 53 ნომერია, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით.

ცალკე საკონფერენციო დარბაზი, ბავშვთა გასართობი სივრცე და სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისია, რასაც სასტუმრო ტურისტებს მაღალი დონის დასვენებისთვის სთავაზობს“, - ამბობს შოთა ფიფია და დასძენს, რომ წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროს დატვირთვა და ტენდენცია მომავალ სეზონზეც გაგრძელდება.

„გახსნის  წელს ,,გისტოლა“ 30%-ით იყო დატვირთული, მომავალ წელს დამატებით 20%-ით გაიზარდა და ასე წლიდან წლამდე, ამ ეტაპზე 70%-ით ვართ დატვირთული. ზამთრის სეზონი 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენი ტრადიცია გაგრძელდება და სტუმრებს შევთავაზებთ საახალწლო საღამოს თავისი ბენდით და წამყვანით. იანვრის ბოლომდე მოთხოვნის ზრდას უფრო სათხილამურო სეგმენტიდან ველოდებით.

თებერვალ-მარტსა და აპრილში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი გვეყოლება, ფართო სპექტრს ვუმასპინძლებთ, თუკი რაიმე პრობლემა არ იჩენს თავს და ტურიზმს ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა ექნება, ზამთარში მინიმუმ 80%-იან დატვირთულობას ველოდებით“, - ამბობს შოთა ფიფია.

ცნობისთვის, Hotel Gistola in Mestia მესტიაში 2021 წელს გაიხსნა. სასტუმროს სახელწოდებად „გისტოლა“ მესტიაში, უშბაზე მაღალი მყინვარწვერის სახელიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც ზღვის დონიდან 4 860 მეტრზეა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა