მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა პრობლემების წინაშეა მოცვის წარმოება

news image

საქართველოში მოცვის მწარმოებლები ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოცვის სარეალიზაციო ფასი შემცირდა. 

როგორც Business Insider Georgia- თან კომპანია Geofresh-ის დირექტორის მოადგილე სალომე ყველიაშვილი ამბობს წელს მოცვის სარეალიზაციო ფასი 8-9 ლარია, როცა 1 კილოგრამის ფასი 17 ლარი იყო, შემდეგ კი ეტაპობრივად შემცირდა.

Geofresh-ის მოცვის ბაღები ზუგდიდში, სოფელ რუხში მდებარეობს. წელს კომპანია 35 ტონამდე მოსავალს ელოდება.

Geofresh-ის დირექტორის მოადგილე მოცვზე ფასის შემცირების მიზეზად ადგილზე ჭარბ წარმოებას ასახელებს. 

„პლანტაციების სიჭარბეა. მოცვის მოცულობის მოსავალ გაიზარდა. ახლა ეს ბიზნესი გაწეულ  ხარჯებს ფარავს. წინა წლებთან შედარებით ისეთი მომგებიანი აღარ არის“, - ამბობს სალომე ყველიაშვილი.

„ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ წელს კლიმატური პირობების გამო, ქართული მოცვის კრეფა შედარებით გვიან დაიწყო. თანაც მწარმოებელთა ნაწილმა უარი თქვა რუსეთის ბაზარზე ექსპორტზე, რადგან გასულ წელს მნიშვნელოვნად იზარალა.

„რუსეთის ბაზარი ყოველთვის არასტაბილურია. იყო პერიოდი, როცა 1 კგ. მოცვი 15 დოლარიც კი ღირდა. თუმცა, როცა საქართველოდან მოცვი ადგილზე ჩავიდა, ბაზარი უკვე სხვა ქვეყნებიდან შესული პროდუქციით იყო გაჯერებული, რამაც ფასი შეამცირა და ქართველმა ფერმერებმა იზარალეს“, - აცხადებენ „ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციაში". 

Geofresh-ის დირექტორის მოადგილე სალომე ყველიაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მოცვის წარმოებაში მთავარი გამოწვევა შესაფუთი მასალების სიძვირეა. 

„მთავარი გამოწვევა შესაფუთი მასალების არ არსებობა. გვიწვევს იმპორტი რაც საკმაოდ ძვირია. ეს გვიძვირებს პროდუქტის თვითღირებულებას. ამას ემატება დაფასოებისა და მუშა-ხელის ხარჯი, რაც პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს, შედეგად კი მოგება მცირდება“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში $983 290 ღირებულების მოცვი გავიდა, აქედან $816 ათასზე მეტის ღირებულების პროდუქცია რუსულ ბაზარზე მოხვდა. 2020 წელს ექსპორტზე $3 მილიონ 822 ათასის ღირებულების პროდუქცია გავიდა, საიდანაც 3 მილიონ 593 ათასი დოლარის პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე მოდიოდა. 2021 წელს კიდევ უფრო გაიზარდა მოცვის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები და დაახლოებით 5 მილიონ 670 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილიც, 5 მილიონზე მეტი, კვლავ რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანიები გალფის ქვეყნების, დუბაისა და დოჰას მიმართულებას ირჩევენ. ასევე მნიშვნელოვანი წინსვლაა მოცვის ექსპორტის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ,  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით, ამ სეზონზე საცდელი პარტიის სახით გერმანიასა და პოლონეთში უკვე გაიგზავნა 47 ტონა ლურჯი მოცვი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა