მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა პრობლემების წინაშეა ბათუმისა და ფოთის პორტები - ჯემალ ინაიშვილის შეფასება

news image

დღეს ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში გემების მოსაკრებელი გაცილებით უფრო მეტია სხვა ქვეყნების ნავსადგურებთან შედარებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს MSC Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა განუცხადა. 

„რომ შევადაროთ იგივე თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და სხვა ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურების ანალოგიურ მოსაკრებლებს ბათუმის და ფოთის პორტების მოსაკრებლები არის 3-4 ჯერ უფრო მაღალი ერთი და იგივე გემისთვის.   

სამწუხაროდ სახელმწიფოს ჩარევის და რეგულირების არანაირი ინსტრუმენტები არ გააჩნია. ეს შეცდომა დაშვებული იყო მათი პრივატიზების დროს. ფოთის ნავსადგური მთლიანად კერძო საკუთრებაშია, ხოლო ბათუმის ნავსადგური მრავალწლიანი იჯარითაა გადაცემული. აქედან გამომდინარე გემის მოსაკრებლებსაც ისინი თავისი შეხედულებით აწესებენ“, - ამბობს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე .   

ჯემალ ინაიშვილის განმარტებით, პორტებში არსებული მაღალი მოსაკრებლების გარდა, პრობლემას აგრეთვე წარმოადგენს ტვირთის  დაცლა/ დატვირთვის მაღალი ტარიფებიც და მათი გამტარუნარიანობაც რაც აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ნავსადგურებისა და მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.

ჯემალ ინაიშვილი, რომელსაც საზღვაო გადაზიდვების მრავალ წლიანი გამოცდილება გააჩნია, ამბობს, რომ ნავსადგურებში არსებული ამწეების უმეტესობა საჭიროებს განახლებას. ამასთან, ვინაიდან ნავსადგურებს არ გააჩნიათ სათანადო ზომის დახურული საწყობები, საიმპორტო ტვირთის უმეტესობა პირდაპირი ვარიანტით ვაგონებში იცლება, რაც გემის დაცლის პროცესს ვაგონების შესაბამის რაოდენობაზე პირდაპირ დამოკიდებულს ხდის. 

მაგრამ ასევე უნდა ითქვას საპრტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციებით მიღწეული დადებითი შედეგების შესახებ.

კერძოდ, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში აზოტოვანი მინერალური სასუქების საწყობების და გადამტვირთავი კომპლექსების მოწყობაში, რითაც საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან აღნიშნული ტვირთების ჩვენი დერეფნის მეშვეობით ექსპორტი.

„გარკვეული ინვესტიციები ჩაიდო აგრეთვე საკონტეინერო საპორტო და სატერმინალო ინფრასტრუქტურის განახლებაში ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში. მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და საჭიროა გაცილებით მეტი ინვესტიციები განხორციელდეს როგორც ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ასევე რკინიგზაში“,- ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა