მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

რა მოცულობის ნავთობი გაატარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა - BP-ის ანგარიში

news image

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენმა ოპერირების დაწყებიდან 2024 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ჯამში 4.3 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (576 ტონაზე მეტი). BP-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 5707 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე, ხოლო თავად 1768კმ სიგრძის მილსადენმა ფუნქციონირება 2006 წლის ივნისიდან დაიწყო.

როგორც BP-ის ანგარიშში წერია, 2024 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 110 მილიონი ბარელი (14 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ის მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 150 ტანკერში ჩაიტვირთა. BTC ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰდენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. BTC-ის საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და სოკარის არა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის სადადოს მოცულობებიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).

„2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში ჩვენი საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 70.5 მილიონ აშშ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 17.7 მილიონ აშშ დოლარი“, - აცხადებენ  BP-ში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა