მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა იცვლება სარესტორნო ბიზნესში, ახალი რეგულაციების დანერგვით - შოთა ბურჯანაძის შეფასება

news image

მნიშვნელოვანია, რომ რევოლუციურ პერიოდში არ მოხდეს იმის ნიველირება, რაც ჩვენთვის ძვირფასია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სექტორისთვის ახლა ბევრი რამ იცვლება და ბაზრის ის მოთამაშეები, რომლებიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ან ვერ დააკმაყოფილებენ მომავალში, ბაზრიდან გავლენ.

„ახლა გვაქვს ის პერიოდი, როდესაც ბევრი რამე იცვლება. ვგულისხმობ იმას, რომ სტანდარტიზაცია და გარკვეული მოთხოვნები, რომელიც ევროდირექტივებთან არის დაკავშირებული, გარკვეულწილად ცვლის ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში არსებულ მეთოდოლოგიასა თუ მიმართულებებს. შესაბამისად, რიგი ობიექტები იხურება, ან დაიხურება, რადგან ვერ გაუძლებს ამ გამოწვევას.

გამოწვევებში იგულისხმება თუნდაც სურსათის უვნებლობა, HACCP-ი, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ის, რომ დღეს როგორც ადგილობრივი ისე ჩამოსული, თუ საქართველოში მცხოვრები უცხოელების მოთხოვნილება წინა წლებთან შედარებით შეცვლილია. შესაბამისად, კონკურენციის პირობებში არიან ობიექტები, რომლებიც ვეღარ უძლებენ კონკურენციას და ვერ აკმაყოფილებენ დღეს არსებულ მოთხოვნილებებს. დღეს არსებული მოთხოვნილებები მოდის არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ან დაკვეთებიდან, არამედ მომხმარებლისგანაც. შესაბამისად, გარკვეულწილად ამას ადეკვატურ პასუხს ვერ აძლევენ ბაზრის რიგი მოთამაშეები და ბიზნესის გარკვეული ნაწილი იხურება. ამასთანავე იხსნება ახალი, უკვე არსებულის ბაზაზე. მარტივი შედარება, რომ გავაკეთო, თუ 10 წლის მანქანა დღეს აღარ არის მოთხოვნადი, რადგანაც გაიზარდა ეკონომიკა და შესაბამისად მოთხოვნა გაჩნდა ახალ ავტომობილებზე, ძველი შემოყვანილი უკვე გაყიდვაში ნაკლებადაა.  შესაბამისად, ასეთივე რეალობა გაქვს სარესტორნო ბიზნესშიც. ძველი სტრატეგია და მიდგომები, რომელიც დღეს აღარ არის მოთხოვნადი, ამის გამო ბაზარზე ასეთი კვების ობიექტების რაოდენობა მცირდება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისვე თქმით, სექტორში ინვესტორები იცვლებიან, რადგანაც თუ კონკრეტული ობიექტი იხურება, მის ნაცვლად ახალი იხსნება, რომელიც უკვე განსხვავებული კონცეფციისაა. 

„რაც შეხება ინვესტირებას, ობიექტების ნაწილი იხურება და ახალი იხსნება. ბაზარზე ბალანსი ივსება და დაუკვირვებელი თვალითაც შეინიშნება სრულიად განსხვავებული დიზაინის, მოთხოვნებისა და მიწოდების  ობიექტები.  ეს დადებითად იმოქმედებს სფეროს განვითარებაზე, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების მიზიდულობაზე. საქართველოში ხდება მსოფლიო სტანდარტების დანერგვა. რა თქმა უნდა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი ავთენტური გასტრონომიის თვითმყოფადობას და განვითარებას“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა