მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა იცვლება კვების ობიექტებისთვის ჯამური ფასის მითითების სტანდარტის დადგენის შემდეგ - შოთა ბურჯანაძის განმარტება

news image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.

როგორც Business Insider Georgia-სთან რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს, აღნიშნული სტანდარტის დადგენით ბიზნესისთვის დიდად არაფერი იცვლება. ბიზნესს მხოლოდ მენიუების დაკორექტირდება მოუწევს. 

„ის, რომ მითითებული უნდა იყოს და განისაზღვროს მომხმარებლისთვის ფასნამატი სწორად, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად სიახლე აქ არაფერი არ არის. ეს არის მითითება, რომ ბაზარზე მომუშავე ყველა ოპერატორმა იცოდეს და რომ მომხმარებლისთვის ცალსახად ნათელი იყოს თუ რისი გადახდა მოუწევს მას საბოლოო ჯამში.

იმ შემთხვევაში თუ ფასი  არ არის მითითებული, მაშინ დაკორექტირდება სავალდებულო იქნება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში  ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს  ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

სააგენტომ სტანდარტი დაადგინა - შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი - რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს,  1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა