მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა ღირს შინაური ცხოველების გრუმინგ-სალონების სერვისი და როგორია მოთხოვნა

news image

 

შინაური ცხოველების სილამაზის სალონი „ფოქსი გრუმინგი“/Foxy Grooming, რომელიც ვაკეში, მოსაშვილის 9-ში მდებარეობს 6 თვეზე მეტია, რაც კომპანია „ოჩო ვეტის" ბაზაზე გაიხსნა, თუმცა, როგორც სალონში აცხადებენ, მათ სერვისზე მოთხოვნა მზარდია.

„გრუმინგის (ცხოველების სილამაზის სალონი) სერვისი რეალურად 2022 წლის ნოემბრიდან დავიწყეთ. სოციალურ ქსელში გავავრცელეთ  შესაბამისი ფოტოები, შედეგად, მომხმარებელთა რაოდენობა და ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა. დღე არ გავა, რომ აღნიშნული სერვისით  ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს არ მოვემსახუროთ“, - აცხადებენ „ფოქსი გრუმინგში“.

შინაური ცხოველების სილამაზის სალონშ აცხადებენ, რომ კვალიფიციური გრუმერების მოძიება ბაზარზე საკმაოდ რთულია, თუმცა სერვისზე გაჩენილი მოთხოვნა კომპანიას აიძულებს, რომ გრუმერების რაოდენობა გაზარდოს.

რაც შეეხება ტარიფებს, სერვისისა და ცხოველის ჯიშებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურია.

„ფასების თქმა რთულია, რადგანაც ტარიფი სერვისისა და თავად ცხოველის ჯიშიდან გამომდინარე განისაზღვრება, თუმცა მინიმალური ფასები კატებისთვის 29 ლარიდან იწყება, ხოლო ძაღლებისთვის 49 ლარიდან დაბანა/დავარცხნის ჩათვლით.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უმაღლესი ხარისხის Iv.San Bernard-ის პროდუქციით ვემსახურებით მომხმარებლებს“ - განმარტავენ „ფოქსი გრუმინგში“.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია „ირაო“ თანამშრომლობს „ფოქსი გრუმინგთან“ და დაზღვეული შინაური ცხოველები 15 % იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.

„ფოქსი გრუმინგის“ მომხმარებლები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელებიც.

თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი დაკვირვებით, ქართველები უფრო ხშირად სტუმრობენ სალონს, ვიდრე უცხოელები.

აღსანიშნავია, რომ „ოჩო ვეტი" მომხმარებელს უახლეს ვეტერინარულ აპარატურას, სამედიცინო მომსახურების სრულ სერვისსა და ოთხფეხა მეგობრების დიაგნოსტირების შესაძლებლობას სთავაზობს.

გარდა ამისა, კლინიკაში დაგხვდებათ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საკვები და უამრავი აქსესუარი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა