2023 წელს 70%-იანი დატვირთულობა გვქონდა და გვინდა, რომ 2024 წელს ეს ნიშნული 80%-მდე გავზარდოთ,- ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმროს Glarros OldTown-ის მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group-ის დირექტორი, გიორგი დოლიძე აცხადებს.
სასტუმრო 2024 წელს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებში ჩართვას აპირებს, რათა ახლად გახსნილი ბაზრებიდან, საუბარია ინდოეთსა და ჩინეთზე, მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს.
„სასტუმრო Glarros OldTown-სთვის 2023 იყო პირველი წელი და საკმაოდ კარგად ჩაიარა. გვქონდა 70%-იანი დატვირთულობა და გვინდა, რომ 2024 წელს ეს ნიშნული 80%-მდე გავზარდოთ.
უფრო გავაქტიურდებით. გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებებიც, მაგრამ ჯერჯერობით წინასწარი დიდი ჯავშნები არ შემოსულა. რეალურად ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჯავშნები ახლა იწყება.
ინდოეთიდან არსებული ჯავშნები ინდივიდუალურია და ასევე ჯგუფური და ძირითადად ეკუთვნით იმ ტურისტებს ვინც დასვენების მიზნით ჩამოდის. სასტუმროში არიან MICE-ტურიზმის მიმართულებით ჩამოსული სტუმრებიც, თუმცა MICE-ტურიზმი ჯერჯერობით მაინც ყველაზე ნაკლებად საინტერესოა, ვინაიდან დიდი საკონფერენციო დარბაზი ჩვენს სასტუმროს არ აქვს MICE ტურიზმზე დიდი მოთხოვნა არ ყოფილა, თუმცა მასზე მთლიანი რეზერვაციის 10%-ი მოდის“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.
სასტუმრო Glarros OldTown-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2024 წელს მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
„გამოფენებზე ვაპირებთ მონაწილეობას ესპანეთში, გერმანიაში, ყაზახეთში, ინდოეთში რათა უფრო გავზარდოთ ცნობადობა და დავუკავშირდეთ პირდაპირ იქაურ კომპანიებს, რა თქმა უნდა საქართველოში დაფუძნებული კომპანიების გავლით“, - აცხადებს Glarros OldTown-ის მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group-ის დირექტორი, გიორგი დოლიძე.
ირკვევა, რომ ამ იანვარ-თებერვალში Glarros OldTown-ში ჯავშნები ძირითადად რუსეთიდან, გალფის ქვეყნებიდან და ევროპიდან არის.
გიორგი დოლიძის განმარტებით, ისრაელის ომამდე სასტუმროში სტუმრების უმეტესობა ამ ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ.
„სასტუმრო Glarros OldTown 2023 წლის 10 მარტს გაიხსნა. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 78 სასტუმრო ნომერია. ასევე არის რესტორანი ქართულ-ევროპული კერძებით, სადაც შემოგთავაზებენ განსაკუთრებული სახეობის სტეიკს, რომელიც 28 დღის დავარგებული ხორცით მზადდება. რომელიც თავის მხრივ ესპანურ ღუმელ ჯოსპერში ცხვება. სასტუმროში გაქვს ასევე განსაკუთრებული ყავის აპარატი, რომელიც იტალიიდანაა ჩამოტანილი და საქართველოში ერთადერთია ელექტრო ბელეტოკო მოკას მარცვლებით.
რესტორანი 80-დან 100 სტუმარზე გვაქვს გათვლილი. გვაქვს ასევე პადიო კაფე, სადაც უფრო ჰინგერ ფუდები და სნეკ ფუდებია წარმოდგენილი.
სასტუმრო Glarros OldTown გაწყობილის განსაკუთრებული დიზაინით შექმნილი ავეჯით. ცნობილი ბრენდის შპალერებით გაწყობილი სასტუმრო ოთხივე სართულზე სხვადასხვა ფერისაა. მეოთხე სართული არის მწვანე, მესამე - ტერაკოტა, მეოთხე სართული ნაცრისფერშია გადაწყვეტილი, ხოლო პირველი ლურჯ ფერში.
ვიდრე ისრაელის ომი დაიწყებოდა სასტუმროში ნომერ პირველ ადგილზე იყვნენ სტუმრები ისრაელიდან, შემდგომ სტუმრები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, უშუალოდ სასტუმროს ქართველი სტუმრები არ ჰყავს, ქართველები ძირითადად რესტორანს სტუმრობენ.
თბილისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო Glarros OldTown თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით, სასტუმრო მალევე მოხვდა World Architecture Community-ის The WA Awards-ის 15 საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევარს შორის.
სასტუმროს ქართულ-შვეიცარული მენეჯმენტ კომპანია – HSC Group Hospitality მართავს.
უახლესი
14 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი16 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს16 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა