დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები იწვევს საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებაში ინვესტირების ნაკლებობას - „ნოვა“

რა ფაქტორები იწვევს საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოებაში ინვესტირების ნაკლებობას - „ნოვა“

19-11-2023 15:52:27

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მშენებლობის ბუმია, სამშენებლო მასალების მხრივ ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტზე. ამ მიმართულებით ინვესტირება და სარემონტო და სამშენებლო მასალების წარმოებაში ფულის დაბანდება ინვესტორებისთვის ნაკლებად საინტერესოა.

Business Insider Georgia-სთან სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორ და მწარმოებელ კომპანია „ნოვაში“ აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით „ნოვას“ უპირატესობა არის ის, რომ  კომპანიის მთავარი პრინციპია ლოგისტიკური და დროის დანახარჯების შემცირების ხარჯზე კონკურენცია გაუწიოს ქვეყნის გარეთ არსებულ მწარმოებლებს.

სამშენებლო მასალების წარმოებაში ინვესტირების ნაკლებობას საქართველოში რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

„რეალიზაციის ბაზარი საკმაოდ მცირეა და თუ კომპანია ნაწარმი პროდუქციის ექსპორტს არ ახდენს, განხორციელებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი  საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული, ამას ემატება ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკა, რის გამოც კონკურენციაში შედის როგორც მეზობელი ქვეყნების უმსხვილეს მწარმოებლებთან,ასევე, მსოფლიო ბაზართან. მაგ. ჩვენი წარმოებების მთავარი ლოგიკაა კონკურენცია გავუწიოთ ქვეყნის გარეთ არსებულ მწარმოებლებს ლოჯისტიკური და დროის დანახარჯების შემცირების ხარჯზე.

მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში წარმოების გამოცდილების ნაკლებობა, რაც ართულებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოძიებას.
თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტორებისა, საქართველოში წარმოების ტენდენცია აშკარად გაზრდილია და მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა“, - განმარტავენ „ნოვაში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნოვა“ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე, ხუთი მეგობრის მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.

კომპანიის მისია კვალიფიციური და მოტივირებული კადრებით მეტი ქართული პროდუქტის წარმოება, ხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო მასალების და საუკეთესო სერვისების მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

კომპანიას განვითარება არ შეუწყვეტია და 2011 წლიდან მოთუთიებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზების განვითარება დაიწყო.

2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილების და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგა, რომელსაც მალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.

2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოების მიმართულებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქციის წარმოება იტალიური ბრენდის „POLIVINIL”-ის საწარმოო ხაზებით მიმდინარეობს.

2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 

2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა.
კომპანიის განვითარების ტემპი არც შემდეგ წლებში შეცვლილა, რაც ახალი საწარმოო ხაზის დამატებასა და განვითარებაში გამოიხატება.

საქართველოში მხოლოდ ნოვა აწარმოებს ჩამკეტიან სახურავს - ნოვა კლასიკი  და საიდინგებს ფასადის შესაფუთად.

2023 წლიდან ნოვას სამი ახალი მნიშვნელოვანი საწარმოო მიმართულება დაემატა.

დღეისათვის კომპანია 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები