მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„პროფესიონალებს სანთლით ვეძებ“ - ზვიად ციკოლია

news image

პროფესიონალებისა და გამოცდილი მუშა-ხელის პოვნა რთულია. საქართველო ამ კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დიზაინერმა და მეწარმემ ზვიად ციკოლიამ განუცხადა. 

პროფესიონალებს „სანთლით ვეძებ“, თუ ვიპოვე, თუ არა და ახალგაზრდებს ვასაქმებ, მათ უტარდებათ ტრენინგები, ვგზავნით უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ახლა დიზაინერები მჭირდებოდა, ოთხი სტუდენტი ავიყვანე და პრაქტიკულად მათი გაზრდა ხდება ჩვენს კედლებში“, - ამბობს ციკოლია.

მისივე თქმით, ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ქართული კომპანიები მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და კონკურენცია შეძლონ.  

„მწარმოებელზე უნდა კეთდებოდეს მნიშვნელოვანი აქცენტი...თვითონ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რაც მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარებათ. მაგალითად, დაზგა-დანადგარებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა დროებით გათავისუფლდეს გადასახადებისგან. თუ სახელმწიფო შეძლებს, რომ ორი-სამი წლით ვიდრე წარმოება ფეხზე დადგება გაათავისუფლოს გადასახადისგან ან ეტაპობრივად მოხდეს გაზრდა, კომპანია უფრო სწრაფად განვითარდება. შეიძლება მოქნილი მექანიზმის განვითარება“, - მიიჩნევს მეწარმე.

მისი თქმით, მხოლოდ ტურიზმი ეკონომიკური ზრდისთვის საკმარისი არ არის.

„ძალიან სენსიტიურია. ელემენტარულად, ან პანდემია განვითარდეს, ან ორი ადამიანი მოიწამლოს დარგს უკვე ეტყობა. როცა ქვეყანა ქმნის პროდუქციას და ექსპორტზე გააქვს, სხვა შემოსავლებზეა საუბარი. ქვეყანა უფრო სხვა ტემპით ვითარდება“. 

თუმცა დიზაინერი ამბობს, რომ ბაზარზე მთავარი გამოწვევა, მაინც პროფესიონალი კადრების დეფიციტია. 

„ამ მიზეზით ჩვენი კომპანია სწრაფად ვერ იზრდება. 26 ადამიანი გვყავს დასაქმებული. წარმოება, სერვისი, რეკლამა, ბევრი მიმართულებით გვჭირდება განვითარება -გაფართოება. ბიზნესი არ არის - აწარმოე, დადე და გაიყიდა. სჭირდება ადამიანური რესურსი... საქართველო ამ მხრივ მძიმე გამოწვევის წინაშეა“, - ამბობს ციკოლია.

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი 5 ფაქტორიდან, პირველი - სპეციალისტების ნაკლებობაა.  ამის შესახებ 2023 წლის II კვარტალში, BAG-ის მიერ ჩატარებლ კვლევაშია ნათქვამი. 

აღნიშნულ პრობლემას, ხელის შემშლელად კომპანიათა 59% ასახელებ. სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (76%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (33%).

საწარმოს ზომის მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობაას ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები (64%) ასახელებენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა