მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

პორტებში ტერმინალების დეფიციტის გამო გადაზიდვები დროდადრო ფერხდება - ,,კავკასიის ავტოიმპორტი"

news image

გლობალური პროცესების გამო საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვებზე გაზრდილ მოთხოვნას პორტები ვერ აუდიან. ამ მხრივ ფოთის პორტში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა  ბათუმის პორტში ტერმინალების დეფიციტის გამო დროდადრო გადაზიდვები ფერხდება.

ამის შესახებ Business Insider Georgia -თან „კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განაცხადა.

„ბათუმის პორტში განსაკუთრებით წლის დასაწყისი იყო რთული - იანვარ-თებერვალი, როცა პორტის ტერიტორიაზე ერთბაშად ბევრი კონტეინერი  აღმოჩნდა   და  გაზრდილ მოთხოვნას ვერ გაუმკლავდა. ამიტომ მოგვიწია კონტეინერების გადატანა ფოთის პორტში, რამაც ფინანსურად ძალიან დაგვაზარალა.  

ფოთის პორტი მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობს. შედარებით მეტი ტერმინალი ფუნქციონირებს და ტვირთნაკადებს უფრო მარტივად აუდის. ბათუმში კი ერთი ტერმინალია, რის გამოც პრობლემა თავს ხშირად იჩენს", - ამბობს გიორგი სურგულაძე  Business Insider Georgia -თან.

მისი ინფორმაციით, რეექსპორტზე ბოლო ერთ წელიწადში მოთხოვნა გაორმაგებულია. თუმცა შიდა ბაზარზე სიტუაცია არ იცვლება, უფრო კლების ტენდენციაა. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთბრუნვა გაზრდილია როგორც ფოთის, ისე ბათუმის პორტებში. საკონტეინერო ტვირთების მიმართულებით გასულ წელს პორტებში 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2013 წელთან შედარებით, ბათუმის პორტებში ტვირთნაკადების ზრდამ  20% შეადგინა, ფოთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 18-ია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა