მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

პირველად ისტორიაში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 800 მლნ ლარს შეადგენს - თორნიკე რიჟვაძე

news image

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა.

,,რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირება და პირველად რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთრივ მიაღწია დაახლოებით 800 მლნ ლარს. იცით, რომ დაახლოებით მომავალი წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ მილიარდიან ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის და რა თქმა უნდა, კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება, არაერთი მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ჩვენ პროპორციულად ვზრდით ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 764 700 200 ლარის მოცულობის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდათ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს - 2 მლნ ლარით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით.

გაიზარდა მუნიციპალიტეტების კაპიტალური ტრანსფერი - 23 293 900 ლარით და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტრანსფერის მოცულობა - 11 793 600 ლარით. გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 38 146 500 ლარით გაიზარდა. ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა 40 მლნ ლარით იზრდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების ფაქტობრივმა შესრულებამ 293 093,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 110,3 პროცენტია. საშემოსავლო გადასახადის ფაქტობრივმა შესრულებამ კი 286 777,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 112,5 პროცენტია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა