საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65.7 პროცენტი შეადგინა. ცხრილი №4 ასახავს რეინვესტირებული თანხების წილს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016-2022 წლებში.
ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა.
პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 20.8 პროცენტით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2 პროცენტით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 9.4 პროცენტით (196.2 მლნ. აშშ დოლარი).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში, 2022 წლის მიხედვით, მოცემულია ცხრილში №6:
2022 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 43.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი).
2022 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მოცემულია დიაგრამაზე №4:
უახლესი