საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის დამატებას, რომლის პრაქტიკული განხორციელება სავალდებულოა 2024 წლის 1 ივნისიდან.
შეხვედრის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი მირიანაშვილმა მონაცემთა დაცვის განახლებულ სტანდარტებზე, საფუძვლებსა და გარანტიებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მიმართებით ბიზნეს სექტორის საკანონმდებლო ვალდებულებებს და ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებზე, კვალიფიკაციასა და პასუხისმგებლობაზე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში, მოხდა კანონის ახალი რედაქციის დეტალური მუხლობრივი განხილვა, პროცესში მეტი სიცხადის შემოტანის მიზნით. BAG-ი, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და ვვარაუდობთ, რომ ჩვენი კომუნიკაცია კანონის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება, რათა დაცული იყოს ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უახლესი