მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

პარაპლანით ფრენებისთვის 11 ახალი ადგილი გამოიყოფა

news image

პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარე  მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ  საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფედერაცია ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის.

„ეკონომიკის სამინისტრო, მისი შესაბამისი უწყებები ფედერაციასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, გვაქვს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის დადგენილების თანახმად პარაპლანებით ფრენების აღდგენა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია სპეციალურ საჰაერო სივრცეებში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის,  მესტიის, ბახმაროს, გოდერძის,  ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე.

„აღსანიშნავია, რომ ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში - თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველები გადიან პრაქტიკულ გამოცდებს და ამ  პროცესს ადგილზე აკვირდებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. საგამოცდო ფრენების  წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე გაიცემა პილოტის მოწმობები. პარალელურად, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა